პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. სამიტი ტირანაში იმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. დაგეგმილია თემატური დისკუსიები. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა. პრემიერ მინისტრში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
