მშვიდობის მოლოდინში
შეწყდება თუ არა ცეცხლი უკრაინაში? უკრაინული დელეგაცია, რომელსაც თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს სტამბოლში გაემგზავრება - ეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებისა და შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის მზაობაზე მიანიშნებს რუსული მხარე. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკის ეკუთვნის. არსებობს ვარაუდი რომ მოლაპარაკებები უკვე ხვალ გაიმართება. სტამბოლში ჩავა ამერიკული დელეგაციაც
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
