გადაკვეთილი წითელი ხაზები
მმართველი გუნდი ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. „ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობაში პოლოლიკაშვილის სტატუსი და ჩართვა სჭირდებოდა, ის ამისთვის არაფერს აკეთებდა. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ყველა, ვინც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, ასეთი შედეგისთვის მზად უნდა იყოს. როგორც „ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევასთან დაკავშირებით ფორმალური პრეტენზიები საქართველოს მეგობარ ევროპულ ქვეყნებსაც ჰქონდათ