პოლიტიკური გაერთიანების სამიტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით ალბანეთში ჩავიდა, სადაც 50-მდე ქვეყნის ლიდერები, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან. მთავარი თემები უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგრადობა, არალეგალური მიგრაციაა. საქართველოს მთავრობის მეთაური ერთ-ერთ დისკუსიაშიც ჩაერთვება
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
