ვიდრე სტამბოლში მსოფლიო მედია რუსეთ-უკრაინას შორის პირისპირ მოლაპარაკებებს ელოდება - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არაფერი შეიცვლება, ვიდრე ის და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან
ვიდრე სტამბოლში მსოფლიო მედია რუსეთ-უკრაინას შორის პირისპირ მოლაპარაკებებს ელოდება - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არაფერი შეიცვლება, ვიდრე ის და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან. რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში მოლაპარაკებებზე ჩასვლას არ გეგმავს. ადგილზეა მის მიერ გაგზავნილი დელეგაცია, მისი მრჩევლის ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით. თუმცა რუსული დელეგაციის შემადგენლობა დაიწუნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ანკარაში თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს, აცხადებს, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებს არასერიოზულად უყურებს და სტამბოლშიც ბუტაფორიული დელეგაცია გაგზავნა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვისა და კიევის დელეგაციებს შორის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა ჯერ კიდევ შედგეს, თუმცა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ზელენსკი ერდოღანთან შეხვედრას დაასრულებს