ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და აჭარის რეგიონში სხვადასხვა ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და აჭარის რეგიონში სხვადასხვა ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა სავარაუდოდ ე.წ. „ქოლცენტრებს“ უკავშირდება. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს
