ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატით. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან
