ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს „ქართული ოცნება“ საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს
ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს „ქართული ოცნება“ საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ უილსონის განცხადებები სრულად ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის პათოსს. ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თან დაურთო მთავარი არხის ე.წ. ქარდი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვები დამახინჯებული ფორმით გავრცელდა. ჯო უილსონის გაღიზიანება პრემიერ-მინისტრის ღია წერილმა და ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტთან დაკავშირებით პარლამენტის პასუხმა გამოიწვია. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ახლა შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება
