„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლებმა პარტიულ სტრუქტურებს სულხან თამაზაშვილი წარუდგინეს. შეხვედრაზე ისაუბრეს საკადრო ცვლილებებზე და თქვეს, რომ ნებისმიერი ცვლილება რესურსების გაძლიერებას და მენეჯმენტის გაუმჯობესებას ემსახურება. საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნებსაც. მმართველ გუნდს წინასაარჩევნო მზადება უკვე დაწყებული აქვს. მერობის და საკრებულოების წევრობის კანდიდატების სია მალე გახდება ცნობილი. „ქართული ოცნება“ ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებაში დარწმუნებულია
