ინფრასტრუქტურის მინისტრი მარნეულში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი მარნეულში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო. 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგურები და ახალი წყლის რეზერვუარები. გარდა ამისა, მარნეულსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
