სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად 138 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
