ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და აჭარის რეგიონში სხვადასხვა ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარა, რაც სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებული ქოლ ცენტრების ფუნქციონირებას უკავშირდება
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და აჭარის რეგიონში სხვადასხვა ობიექტზე ჩხრეკა ჩაატარა, რაც სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებული ქოლ ცენტრების ფუნქციონირებას უკავშირდება. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.
