5-დან 14 მაისამდე ბათუმში როგორც ვაჟ, ასევე გოგონა მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
5-დან 14 მაისამდე ბათუმში როგორც ვაჟ, ასევე გოგონა მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის, ექვს ასაკობრივ ჯგუფში შვეიცარიული სისტემით გაიმართა. პირველ-მეორე ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საგზური მოიპოვეს.
