სპორტის მინისტრი ძალოსანთა ნაკრების წევრებს შეხვდა
სპორტის მინისტრი ძალოსანთა ნაკრების წევრებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატება მიულოცა. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა 9 მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს. მსოფლიო ჩემპიონატზე კი 17 და 20-წლამდე ნაკრების წევრებმა საერთო ჯამში 13 მედალი მოიგეს.
