კანადის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა
კანადის ცენტრალურ ნაწილში მასშტაბურ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო მანიტობის პროვინციიდან ათასზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. ამჟამად კანადაში ხანძრის 90-ზე მეტი აქტიური კერაა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ჯგუფი და ავიაციაა ჩართული.
