მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს, ერთი ძებნის ოპერაცია კი გრძელდება. განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე.
