ბიზნეს ინსაიდერის დამფუძნებელი ოპოზიციური ფლანგის მიერ საქართველოს ეკონომიკის რღვევასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროგნოზებს და განცხადებებს ეხმიანება.
ბიზნეს ინსაიდერის დამფუძნებელი ოპოზიციური ფლანგის მიერ საქართველოს ეკონომიკის რღვევასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროგნოზებს და განცხადებებს ეხმიანება. გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ლონდონიდან აქვეყნებს და წერს, რომ დღეს ქართულ ბიზნესს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უპრეცედენტო, ისტორიულად მაღალი ნდობა აქვს, რაც საქართველოს ბიზნეს გარემოს და ხელისუფლების მიერ გატარებული და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების მიმართ ნდობას ნიშნავს.
