პრემიერ მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედს კიდევ ერთხელ გამოთქვამს
პრემიერ მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედს კიდევ ერთხელ გამოთქვამს. ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ ღია წერილი მიმოიხილა, რომლის ადრესატებიც დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი არიან. მთავრობის მეთაურმა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ ამერიკიდან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს გახდება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება.
