სამაშველო ოპერაციის შედეგად მტკვარში ორი ცხედარი და ავტომობილი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარში საძიებო -სამაშველო ოპერაციის შედეგად, ორი ცხედარი და ავტომობილი იპოვეს. მყვინთავთა ჯგუფი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი ამ დრომდე მუშაობს, რათა მოხერხდეს მესამე დაკარგულის პოვნაც. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა. ცნობისათვის, მეხანძრე-მაშველებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, დაიწყეს ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.
