საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია რუსთავში
საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია რუსთავში. უახლოეს მომავალში, 830 მოსწავლისთვის , 21-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება. ასევე სრულად განახლდება მე-6 საჯარო სკოლაც. „საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი, ქალაქში ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება. გარდა ამისა დაწყებულია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობაც. სრული რეაბილიტაცია უტარდება რუსთავი–გარდაბანი–ვახტანგისის საავტომობილო გზასაც.
სიუჟეტის ავტორი: თამარ ჩიკვატია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
