პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ბექა მამარდაშვილი დანიშნა
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ბექა მამარდაშვილი დანიშნა. მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა და პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობდა. ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა კანონმდებლობის შესაბამისად სამ კანდიდატს შორის შეარჩია.
