თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო, პატიმრობით შეუცვალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო, პატიმრობით შეუცვალა. ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს. ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეუფარდა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადა 8 მაისს ამოეწურა.
