შალვა პაპუაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
შალვა პაპუაშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას ესწრებოდა პრემიერ მინისტრი. სხდომაზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების და საპატრიარქოს წარმომადგენლები. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა რევოლუციების მცდელობებზე და მათი ოპონენტების ჩავარდნილ გეგმებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული ევროპელი პოლიტიკოსების და დონორების ფაქტორს
