ე. წ. „მეგობარი აქტის“ საპასუხო განცხადების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო
ე. წ. „მეგობარი აქტის“ საპასუხო განცხადების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტი თავისი არსით, საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრული აქტია. პარლამენტის მიერ შემუშავებულ განცხადებაში სამ ცრუ ბრალდებაზეა საუბარი, რომელსაც ე. წ. მეგობარი აქტი ეფუძნება.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
