ევროკავშირი უკრაინისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს
ევროკავშირი უკრაინისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. გამოცემა ფაინენშელ თაიმსის ინფორმაციით, საუბარია სპეციალური სავაჭრო შეღავათების გაუქმებაზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესდა და უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებდა. ტარიფების დაწესების ინიციატივა პოლონეთს ეკუთვნის, რომელიც ამ გზით საკუთარი ფერმერების დაცვას ცდილობს. კიევის შეფასებით, ომამდე არსებულ სავაჭრო პირობებზე დაბრუნება ქვეყნის შემოსავალს ყოველწლიურად, დაახლოებით ოთხი მილიარდი ევროთი შეამცირებს.
