უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, დასავლელ პარტნიორებს არწმუნებს, რომ ომის დასრულება რუსეთს არ სურს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, დასავლელ პარტნიორებს არწმუნებს, რომ ომის დასრულება რუსეთს არ სურს. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში იმ შემთხვევაშიც ჩავა, თუ ვლადიმერ პუტინი პირდაპირ კონტაქტზე უარს იტყვის. ერმაკი მიიჩნევს, რომ პუტინის უარი იქნება მკაფიო გზავნილი იმისა, რომ მოსკოვი სერიოზული მოლაპარაკებისთვის მზად არ არის.
