ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს
ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. ის ამ დრომდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, გიორგი მურვანიძეს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა, არჩილ ჩიქოვანს კი გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა