ერ-რიადში დონალდ ტრამპი სირიის მოქმედ ლიდერს აჰმედ ალ-შარას შეხვდა
ერ-რიადში დონალდ ტრამპი სირიის მოქმედ ლიდერს აჰმედ ალ-შარას შეხვდა. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკისა და სირიის ლიდერების პირველი შეხვედრაა. ბიბისის ცნობით, საუბარს ონლაინ ფორმატში თურქეთის პრეზიდენტიც დაესწრო. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სირიისთვის სანქციების გაუქმებას გეგმავს.
