პროექტი - „ერთი დღე ჯარში“ გრძელდება
პროექტი - „ერთი დღე ჯარში“ გრძელდება. ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადაში თბილისისა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული სპორტული დარბაზი, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება, ჯარისკაცების საცხოვრებელი ყაზარმები დაათვალიერეს. სკოლის მოსწავლეები ესაუბრნენ სამხედრო მოსამსახურეებსაც.