სპეციალურმა კომისიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა და პრემიერ-მინისტრს წარუდგინა
სპეციალურმა კომისიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა და პრემიერ-მინისტრს წარუდგინა. სპეციალურ კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა კანონმდებლობის შესაბამისად, სამ კანდიდატს შორის შეირჩა. ახლა გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
