ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და შეტევა "იმედზე"
ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და შეტევა "იმედზე". 23 წლის შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე "დილის შოუს" წამყვანის ფრაზა, რადიკალებმა სპეკულაციისთვის გამოიყენეს, სოციალურ ქსელში იმედზე თავდასხმის ორგანიზებული კამპანია დაიწყო. ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს იმედმა საკუთარი თანამშრომლის გარდაცვალების რეალური მიზეზი დამალა, ამის დასამტკიცებლად კი, ისინი გადაცემებიდან მცირე კომენტარს ავრცელებენ. ქრონიკა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს შაკო ნათენაძის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.