დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა
დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ა ჯგუფში მოხვდა. ოთხიდან ერთი მეტოქე ესპანეთი იქნება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ჩვენი გუნდის ორი მეტოქე წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვევა, რომელიც უკრაინა-შვეიცარია, სლოვაკეთი, ხორვატია, დანია ან ნორვეგია იქნება. საკვალიფიკაციო ეტაპი ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება.
