ბაქოში საერთაშორისო აგრო გამოფენა გაიხსნა
ბაქოში საერთაშორისო აგრო გამოფენა გაიხსნა. ქართულ პავილიონს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვია. ილჰამ ალიევს დავით სონღულაშვილმა უმასპინძლა. საქართველოს მონაწილეობა აგრო გამოფენაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამყარებს და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ასევე ბაქოში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს კლიმატის საკითხებში
