მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა მდინარე მტკვარში გადავარდა
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა მდინარე მტკვარში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე კი უწყვეტად მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა. მდინარე მტკვარში იგეგმება წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს სიფრთხილე და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
