სპეციალურმა კომისიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად, ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
სპეციალურმა კომისიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად, ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა და პრემიერ-მინისტრს წარუდგინა. სპეციალურ კომისიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა კანონმდებლობის შესაბამისად სამ კანდიდატს შორის შეირჩა. ახლა გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.
