ომის გაგრძელების ინტერესი
უკრაინა-რუსეთის პირდაპირ დიალოგამდე ორი დღე დარჩა. ამ დრომდე უცნობია, 15-ტ მაისს სტამბოლში რა დონეზე და ფორმატში გაიმართება სამშვიდობო მოლაპარაკებები. კრემლი აცხადებს, რომ დელეგაციის შემადგენლობა მაშინ გახდება ცნობილი, როცა ამას საჭიროდ ვლადიმერ პუტინი ჩათვლის. ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობს, რომ 15-ტ მაისს ანკარაში გამართავს მოლაპარაკებებს რეჯეფ თაიპ ერდორანთან და იქვე დაელოდება პუტინს, თუმცა თუ რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრის ადგილად სტამბოლს აირჩევს, ზელენსკი მზადაა ერდოღანთან ერთად სტამბოლშიც ჩავიდეს. უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტსაც ელის. თურქეთში მოლაპარაკებებს არ დაესწრებიან ევროკავშირის წარმომდგენლები. ვიდრე მსოფლიო მომავალი მოლაპარაკებების მოლოდინშია, ბრიუსელში აცხადებენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, მათ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
