მაღარომ მუშაობა განაახლა
ჭიათურაში მიწისქვეშა სამთო სამუშაოების განახლება მღვიმევის მაღაროდან დაიწყო. ცნობილია, რომ სამუშაო პროცესი რვასაათიანი სამუშაო გრაფიკით წარიმართება. ანაზღაურება კი ახალ, გამომუშავებაზე დაფუძნებული მოდელით გაიცემა. კომპანიის ინფორმაციით, განახლებულ საშტატო სტრუქტურაში დასაქმებული მაღაროელები გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ. მაღაროში ის ადამიანები დასაქმდნენ, რომლებმაც რეორგანიზაციის ფარგლებში განაცხადი შეავსეს და გასაუბრება წარმატებით გაიარეს. გარდა ამისა, მაღაროელებს ჩაერიცხებათ 27-დ აპრილამდე დარიცხული ხელფასის 60-ი პროცენტი, ასევე სრულად შეუნარჩუნდებათ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტები. ჭიათურის საწარმოებში რეორგანიზაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ კომპანიის ფინანსური მდგრადობის აღდგენას, არამედ სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
