გერმანიის ორი სახე
რა სტანდარტები მოქმედებს გერმანიაში ამა თუ იმ პარტიის აკრძალვის შესახებ? პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის მაგალითზე წერს, რომლის მიხედვითაც, იქ ხელისუფლება კრძალავს ე.წ. "რაიხსბიურგერების" ჯგუფს, საფუძვლად კი მათი მხრიდან გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას ასახელებენ. შალვა პაპუაშვილი პარალელს საქართველოსთან ავლებს და ამბობს, რომ საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას.
