ნაბიჯი ნაცმოძრაობის ასაკრძალად
ცვლილებები მიღებულია - პარტია, რომლის მიზანიც ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომისა და ძალადობის პროპაგანდა, ასევე აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს, აიკრძალება. აღნიშნული ცვლილებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, იმავე ჯგუფის მიერ ეგრეთ წოდებული მემკვიდრე პარტიის დაფუძნების პრევენციას ემსახურება. დოკუმენტი რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
