სამშვიდობო მისიების მინისტერიალი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს. სამიტი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა გახსნეს. უმაღლესი დონის პოლიტიკურ ფორუმში ირაკლი ჩიქოვანი გერმანელი კოლეგის, ბორის პისტორიუსის ოფიციალური მიწვევით მონაწილეობს. ვიცე-პრემიერი პანელურ დისკუსიაზე სიტყვითაც გამოვიდა. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორი, წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ გაეროს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში.
