უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში ააწარმოოს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებები ნებისმიერ ფორმატში ააწარმოოს, მაგრამ თავდაპირველად ოკუპანტმა ცეცხლი უნდა შეწყვიტოს. ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პუტინი სტამბოლში მოლაპარაკებებზე არ ჩავა, ეს ბოლო მინიშნება იქნება, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს. მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩველმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ვლადიმერ პუტინის გარდა სხვასთან შეხვედრას არ აპირებს. კიევში აცხადებენ, რომ სხვა ფორმატის მოლაპარაკებები არაეფექტიანია.
