კრემლი ჯერ ოფიციალურად არ ასახელებს, სტამბოლში, 15 მაისს დანიშნულ მოლაპარაკებებზე, რუსული დელეგაციის შემადგენლობას
კრემლი ჯერ ოფიციალურად არ ასახელებს, სტამბოლში, 15 მაისს დანიშნულ მოლაპარაკებებზე, რუსული დელეგაციის შემადგენლობას. პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას კრემლი მაშინ გააკეთებს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ამას საჭიროდ ჩათვლის. მანამდე რუსულმა მედიამ დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავა. თურქეთში გაემგზავრება საგარეო ურთიერთობების საკითხებში პუტინის წარმომადგენელი იური უშაკოვი, ასევე მედიის ინფორმაციით, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.