სასტიკი წამების და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი მძიმე ისტორია მოისმინეს დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
სასტიკი წამების და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი მძიმე ისტორია მოისმინეს დღეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. გიორგი ხოჭავამ დეტალურად გაიხსენა რისი გადატანა მოუწია 19 წლის ასაკში. ხოჭავა ყვება, რომ არჩადენილი დანაშაულის აღიარებას მისგან მეგის ქარდავა ითხოვდა. უარის შემდეგ კი იწყება ხოჭავას ცემა და სასტიკი წამება, რომელშიც მეგის ქარდავასთან ერთად , კოხტა კოდუაც მონაწილეობდა. პარალელურად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი ხორციელდებოდა ხოჭავას ოჯახზე. გიორგი ხოჭავა ითხოვს მის საქმეზე ბრალი წარედგინოთ მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას
