საქართველო ევროპაში მთავრობის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა
საქართველო ევროპაში მთავრობის გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა. დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში , საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსმა“, გამოაქვეყნა. საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულშიც მოხვდა, სადაც დემოკრატიას საზოგადოების მხრიდან ყველაზე მაღალი მნიშვნელობა ენიჭება. ანგარიშის თანახმად საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალეობა ე.წ. „მწვანე ზონაშია“. დემოკრატიის აღქმის ინდექსით კი, საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10-ზე მეტ სახელმწიფოს. დემოკრატიის აღქმის ინდექსით დაბალი შეფასება აქვს უკრაინას, საფრანგეთსა და სერბეთს. რაც შეეხება, საგარეო შემოტევების საფრთხეს, აქ საქართველო მსოფლიო სამეულშია და უკრაინის შემდეგ მეორე ადგილზეა. საქართველოს საზოგადოება კი ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად გამოხატავს მზაობას დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა
