პრემიერ მინისტრის ღია წერილის ადრესატები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი არიან
პრემიერ მინისტრის ღია წერილის ადრესატები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი არიან. ირაკლი კობახიძე გამოხატავს სურვილს, სუფთა ფურცლიდან განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. წერილში ხაზგასმულია საქართველოს მრავალწლიანი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან - სამხედრო მისიებში მონაწილეობით, რეფორმებით და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებით. ასევე გამოთქმულია კრიტიკა იუ ეს ეი აი დისა და ნედის საქმიანობაზე.
