პარლამენტი ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებს
პარლამენტი ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. ეს იქნება საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პასუხი. საკითხზე მომხსენებელი შალვა პაპუაშვილი იქნება . დოკუმენტის განხილვას პარლამენტი ხვალიდან იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ე. წ. მეგობარი აქტი მცდარ ფაქტებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, პარლამენტის მიზანია არგუმენტებზე დაყრდნობით აჩვენოს რეალობა.
