დონალდ ტრამპმა სირიისთვის დაწესებული სანქციები, შესაძლოა შეამსუბუქოს
დონალდ ტრამპმა სირიისთვის დაწესებული სანქციები, შესაძლოა შეამსუბუქოს. თაიმსის ცნობით, ამის სანაცვლოდ სირიის ლიდერმა აჰმედ ალ-შარაამ , ამერიკის პრეზიდენტს მინერალების შეთანხმების გაფორმება და საკუთარ ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენება შესთავაზა. გამოცემის ინფორმაციით, შარაამ დამასკოში ტრამპ თაუერის აშენების შესაძლებლობის საკითხიც დააყენა. ეს შეთავაზებები, სირიის ლიდერმა ამერიკის პრეზიდენტს შუამავლების მეშვეობით გადასცა. თაიმსის ინფორმაციით, აჰმედ ალ შარა, პრეზიდენტ ტრამპთან პირისპირ შეხვედრის სურვილსაც გამოთქვამს, თუმცა ის ოფიციალური ვაშინგტონის მიერ, ამ დრომდე ტერორისტად განიხილება.
