თეთრი სახლის მრჩეველი სტივ ვიტკოფი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო დიალოგი შედგება, ის ასევე იმედოვნებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებაზე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავენ
თეთრი სახლის მრჩეველი სტივ ვიტკოფი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო დიალოგი შედგება, ის ასევე იმედოვნებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებაზე პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. ამერიკულ მედიასთან უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ორივე მხარეს ულტიმატუმი წაუყენა- დაუყოვნებლივ დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები სამშვიდობო პროცესიდან გავა. ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა არ გამორიცხა რომ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობა იყოს.