დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს
დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, აიკრძალება იმ პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ შუღლს. მმართველი გუნდი, კანონპროექტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ განმარტავს.