დეპუტატებმა განიხილეს რეგლამენტის პროექტი
დეპუტატებმა განიხილეს რეგლამენტის პროექტი. მესამე მოსმენით ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. ახალი რეგლამენტით, უქმდება მინისტრის საათი და იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა. იცვლება საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესიც. სახელისუფლებო გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას უფრო ეფექტიანს და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის.
